пятница, 14 ноября 2008 г.

საცდელი პროექტი: ,,ლიტერატურული კაფე“

1.პროექტის სახელი: ,,ლიტერატურული კაფე"
2.პროექტი მოკლე აღწერა: ლიტერატურული საღამოსა და გამოფენის ორგანიზება,ფერწერის,მუსიკისა და პოეზიის დაკავშირება,სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ასახვა ადამიანის გარეგნობაში,მოდისა და სტილის აღწერა.
3.პროექტის სრული აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნების სხვადასხვა დარგებში,სხვადასხვა ეპოქის მხატვრული მიმდინარეობებისა და მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების გაცნობასა და ერთმენეთთან დაკავშირებას,მოდის ისტორიის გაცნობას.ბავშვებმა უნდა შეძლონ ხელოვნების ნიმუშების განსხვავებული კუთხით დანახვა—ამოიცნონ სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობების ხელოვნების ნიმუშები,დაინახონ მათში გარკვეული განწყობა და ემოცია,უნდა შეძლონ სხვადასხვა სტილის ნახატის შექმანა,ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის გამოვლენა,მათ მიერ შექმნილი ნიმუშით გამოწვეული განწყობის მუსიკასა და პოეზიასთან დაკავშირება,ცნობილ მხატვართა შემოქმედებაზე დაყრდნობით თანამედროვე კოსტიუმის ესკიზის შექმნა და პარალელის გავლება სხვადასხვა დროის კოსტიუმის დეტალებსა და დღევანდელ ჩაცმულობას შორის.მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ ლიტერატურული საღამო,სადაც გააცნობენ სტუმრებს როგორც ქართულ,აგრეთვე უცხოური პოეზიისა და მუსიკის ნიმუშებს.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-18.VII-XII.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2/3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გამოფენის ექსპოზიციის შერჩევა და მომზადება.საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენა და განხილვა.კონკურსი:ყველაზე საინტერესო ნახატი(მხატვარი);ყველაზე საინტერესოდ წაკითხული ლექსი;ყველაზე საუკეთესოდ შესრულებული სიმღერა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები,პრეზენტაციები,ფოტოგალერეა,აუქციონი და შემოსული თანხით რაიმე საინტერესო აქციის მოწყობა.ბლოგის შექმნა.
8.სარგებელი სხვებისთვის: ქართული და საზღვარგარეთული ხელოვნების გაცნობა და შესწავლა.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ხელოვნება,ქართული ლიტერატურა,საზღვარგარეთის ლიტერატურა,უცხო ენა,მუსიკა,გამოყენებითი ხელოვნება,საინფორმაციო ტექნოლოგიები.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაკა ფომენკო
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: fomenkom@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:საცდელი პროექტი: ,,ლიტერატურული კაფე”
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.literaturulikafe.blogspot.com